საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს:
-
ოფისის მენეჯერის ვაკანსია
-
ინგლისური ენის პედაგოგის ვაკანისა
-
ისტორიის პედაგოგის ვაკანსია
- მათემატიკის პედაგოგის ვაკანსია
ოფის მენეჯერის მოთხოვნები:
- სასურველია ფოტოშოპის მცოდნე-adobe photoshop;
- საოფისე პროგრამების ფლობა; Microsoft Word, Microsoft Excel, PowerPoint, gmail.
ძირითადი ყოველდღიური მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
- განცხადებების განთავსება ელექტრონულად;
- კლიენტების მონაცემების სისტემიზაცია;
- Facebook გვერდის მართვა-(ფოტოების სიახლეების განთავსება)
- საჭირო ინფორმაციის მონიტორინგი და ყოველდღიურად რეპორტის სახით წარმოდგენა;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- შეხვედრების ორგანიზება;
- ოფისის მენეჯმენტი.
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 12:00-დან -20:00
ანაზღაურება- ფიქსირებული 300 ლარი+ ბონუსი
ინგლისური ენის, ისტორიის, მათემატიკის პედაგოგების ძირითადი მოვალეობები
- X-XII კლასის სილაბუსის წარდგენა:
- განსაზღვრული კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
- სასკოლო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადება
- მონაწილეობა აკადემიის ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
- დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
- მუდმივი პროფესიული განვითარება.
- ბავშვების დასწრების აღრიცხვა
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სპეციალობაში. სასურველია მაგისტრის ხარისხით/სტუდენტი
- სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გამორჩეული უნარი;
- თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
საჭირო საბუთები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
- პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
- რეზიუმე (CV);
- მოტივაციის წერილი.
პედაგოგის შრომითი ანაზღაურება დაანგარიშდება ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV საფუძველზე
- მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილს.
გაცნობებთ რომ, რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს , რომ მისი პირადი მონაცემები შეინახება საგანმანათლებლო ცენტრი - ის პერსონალური მონაცემების ბაზაში 1 წლის განმავლობაში, კანონმდებლობის დაცვით, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ იქნება თქვენი მითითება გამოგზავნილ წერილში.