მაღაზია „სპარში“ გვესაჭიროება მოლარე კონსულტანტები შემდეგ მისამართებზე :
თბილისი, მელიქიშვილის ქ.16 , (სააკაძის მოედანი) კოსტავას 80/82 , ვაჟა-ფშაველას ქუჩა , ყაზბეგის ქ.26 ,დიღმის მასივი
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ასაკი: შეზღუდული არარის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
- სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) , მოქნილი სამუშაო გრაფიკი
მოვალეობები
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
- დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
სარგებელი
ანაზღაურება 400ლარი, მზარდი სტაჟის მიხედვით. კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა მოქმედებს საბონუსე სისტემა. ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.