საწარმოს თანამშრომელი

გამოქვეყნებულია: 22 Oct 2020

მეგადორსი

თბილისი (სხვა)

https://megadoors.ge/


კომპანია „მეგადორსი“ 2016 წელს, ‘’აწარმოე საქართველოს’’ მხარდაჭერით, შპს ‘’ოცნებამ’’ დააფუძნა, ხოლო 2017 წლიდან უკვე ევროპული ხარისხის ქართული კარის წარმოება დაიწყო. კომპანია ქართული და ევროპული ბაზრისთვის აწარმოებს ევროპული ხარისხის ინტერიერის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარ კარს. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ იატაკის ლარტყებს და კედლის დეკორატიულ პანელებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხარისხიანი კარების წარმოებაში ‘’მეგადორსი’’ დღეს უპირობო ლიდერია საქართველოში, რასაც ISO 9001(International Standardization Organization) სერტიფიცირება ადასტურებს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან, როგორც პროდუქციის, ისე მენეჯმენტის კუთხით.

ამასთანავე, “მეგადორსი’’ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერთიფიკატს ფლობს 30, 60, 90, 120 წუთიანი ცეცხლმედეგი კარის წარმოებაში.

წარმოების ზრდიდან გამომდინარე „მეგადორსის“ გუნდი გაფართოებას გეგმავს, ასევე კომპანია ორ ცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას აპირებს, რაც მეტ ხელშეწყობას გულისხმობს დასაქმებულებისთვის. კომპანია ამ ეტაპზე აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • გაყიდვების მენეჯერი;
  • ლითონის საწარმოს კონსტრუქტორი;
  • CNC დაზგის ოპერატორი;
  • კემპით შედუღების სპეციალიტი;
  • MDF-ის კარების წარმოების სპეციალისტი;
  • დისტრიბუციის მძღოლი B და C კატეგორიით;
  • დამხმარე ხელოსანი;

**გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დასვენების დღე კვირა);

**ანაზღაურება: გამომუშავებით, კარგი საბონუსე სისტემა (1000+)

**კომპანიის საწარმო და შოურუმი მდებარეობს თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის 166-ში ( ყოფილი კაიროს ქუჩა);

**თუ ეძებ სამსახურს, გაქვს გამოცდილება ზემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე მუშაობის, ან გაქვს სურვილი შეისწავლო და დაეუფლო პროფესიას, მაშინ გადმოგვიგზავნე CV მისამართზე: info@megadoors.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შესაძლებელია რამდენიმე ვაკანსიის ერთდროულად მითითება. კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ კომპანიის ფეისბუკ გვერდზე. СV-ის გადმოგზავნის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. გასაუბრება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

სარგებელი

გამომუშავებით (800-1200) + ბონუსი

როგორ მოგმართოთ

გადმოგვიგზავნე CV მისამართზე: info@megadoors.ge