კონფიდენციალობის პოლიტიკა

  1. რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?
    • jobs.com.ge მომხმარებელს სთავაზობს სერვისს ისე, რომ არ ახდენს მომხმარებლის რეგისტრაციას რაც ხელს უწყობს მომხმარებელს საიტის სარგებლობისათვის არ მიუთითოს ისეთი კრიტიკული ინფორმაცია როგორიცაა: მისი პირადი ნომერი, კომპანიის რეკვიზიტები და სხვა. ჩვენს საიტზე ხვდება და ინახება ისეთი ინფორმაცია, როგორებიცაა: ვაკანსიის გამომქვეყნებლისათვის, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ყველა ჩანაწერი ასევე "მიმართე ახლავე" (რეზიუმეს საიტიდან გაგზავნის რეჟიმის) დროს მითითებული ელ.ფოსტის მისამართს რომელიც მომხმარებლისთვის დაფარულია. ხოლო ვაკანსიის მაძიებლისაგან კი მის მიერ დაინტერესების შემთხვევაში დამსაქმებელთან გაგზავნილ ყველა მითითებულ ინფორმაციას. jobs.com.ge ზრუნავს თქვენი ინფორმაციის დაცულობას საიტზე არსებული SSL ტექნოლოგიით.
  2. რა ინფორმაციაა საჟარო და რა არა?
    • საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება გამომქვეყნებლის მიერ მითებული ყველა ის ინფორმაცია რომელსაც იგი აქვეყნებს და ეთანხმება რომ იქნება საჯარო, ხოლო თუ დამსაქმებელს სურს მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ იყოს საჯარო ამ შემთხვევაში ის სარგებლობს "მიმართე ახლავე" ფუნქციით რომლის დროსაც მომხმარებელი ისე გზავნის CV ინფორმაციას დამსაქმებელთან, რომ ის ვერ ხედავს ელ.ფოსტის მისამართს. საჯარო არაა ვაკანსიის მაძიებლის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია დამსაქმებელთან, მას მხოლოდ დამსაქმებელი იხილავს.
  3. გაიცემა თუ არა ინფორმაცია რომელიც არაა საჯარო მესამე პირზე?
    • jobs.com.ge არ გასცემს არანაირ ინფორმაციას მესამე პირზე, ინფორმაციის გაცემა ხდება მხოლოდ ვაკანსიის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ავტომატურ რეჟიმში მათი ქმედების საფუძველზე, ავტომატურად.
  4. რა არის „cookie“ ფაილი და რატომ ვიყენებთ მას?
    • cookie ფაილი (ასევე ცნობილი როგორც web cookie, Internet cookie, browser cookie, ან მარტივად cookie) არის მცირე ზომის ფაილი რომელიც საიტის ვიზიტის დროს იწერება თქვენს დესკტოპზე, ის არის ინფორმაციული ფაილი რომელიც ხელს უწყობს შემდეგში საიტის უფრო სწრაფად ჩატვირთვას. cookie ფაილებს მსოფლიოში არსებული საიტების 95%-ზე მეტი იყენებს. ჩვენ ვიყენებს cookie ფაილებს რომ ყოველი შემდეგი ვიზიტი იყოს სწრაფი და მომხმარებელს არ დასჭირდეს ყოველი ვიზიტის დროს საიტის კონტენტის ხელთავიდან გადმოწერა, პერსონალური მონაცემები კი არ ინახება ჩვენს cookie ფაილებზე.